ტრენინგის მერვე დღეს, დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი (იგივე - გამოყენებული ლიტერატურა) და დავასრულეთ მოსწავლის ნიმუშის სლაიდშოუ, რომელიც ავტვირთეთ Drive-ში. ასევე დავასრულეთ ყველა "დავალიანება", რაც კი გვქონდა დარჩენილი.
გავიგე რომ ფასილიტაციის დროს უშუალოდ ეხმარები ბავშვს, რომ შეასრულოს კონკრეტული დავალება, ხოლო ხარაჩოს დროს აძევ კონკრეტულად მითითებას რა უნდა გააკეთონ..
Education Viewer-ის მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს. რესურსებში გავეცანით - ფასილიტაციის ნიმუშებს.
(ხოლო მხარდაჭერაში - უნდა ვნახოთ ხარაჩოები, რაც მეშვიდე დღეს გვქონდა).
გავეცანით გუგლის ფორმებს და შევქმენით კითხვარი ჩვენი პროექტის შესაბამისად და ავტვირთეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.
ჩვენი პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე.
No comments:
Post a Comment