Wednesday, December 16, 2015

დღე მეცხრე

დღეს დიდი დღეა..
დღეს მთავრდება ინტელის ტრენინგი..
დღეს შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა ატვირთული დრაივზე (რაიმე რომ არ გამოგვრჩენოდა) და დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია..
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, პროექტით - "კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი", ვაჟა ფშაველას მიზედვით.. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანი..
შემდეგი წარმომდგენი მარინა კობაიძე, პროექტით - "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები და აკადემიური მოსწრება".. ძალიან პოზიტიური და სასიამოვნოქალბატონი..
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე და ჩემი თემა იყო - "ეს მავნებელია".. სადაც ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე უნარჩვევები არის განხილული..
შემდეგი მომხსენებელი - ელა დოღაძე, მისი თემაა - თანამედროვე მობილური ტელეფონები.. ელა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია..
შემდეგი მომხსენებელია მარინა კაცია, თემით - აფხაზეთი.. ეს თემა ყველას ტკივილია და ამ ქალბატონმა ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარმოადგინა ეს ყველაფერი..
შემდეგი წარმომგდენი ნინო მელაძე, თემით - ბარბარიზმები, საკმაოდ საჭირო საკითხია, თავისი მშვენიერი წარმომდგენით..
შემდეგი წარმომგდენია ლია ლაზიშვილი, თემით - "ზღაპრის რეალობა, ბრძოლა სიკეთისთვის".. ეს არაჩვეუებრივი თემაა, თავისი არაჩვეულებრივი დადებითი და პოზიტიური წარმომდგენით..
შემდეგი წარმომგდენი ლელა სხირტლაძე, თემით -"ამოდის ნათდება", ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით... ეს წარმომდგენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანია..
შემდეგი წარმომგდენია ლელა არბოლიშვილი, თემით - "აბრეშუმის გზა".. ეს არაჩვეულებრივი პატარა და ძალიან ნიჭიერი გოგოა.. :)
შემდეგი წარმომგდენი მაია სტეფანიშვილი, თემით - "მეტალები და არამეტალები".. ეს ძალიან წარმატებული ქალბატონია, მშვენიერი საყოფაცხოვრებო თემით, რომელიც ცდილობს ქიმია შეაყვაროს ბავშვებს..
ბოლო გამომსვლელი იყო მარიამ ბერუაშვილი, თემით -"კატასტროფის თაობა ესპანურ ლიტერატურაში", ეს არის ესპანეთის ლიტერატურის განხილვა ისტორიულ ჭრილში, ძლაიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანი..
 დღეს ჩემთვის საინტერესო იყო - "სამჯერ თქმის პრინციპი", ანუ პრეზენტატორის უნარჩვევები უნდა იყოს სამჯერ წარმოჩენილი პრეზენტაციის დროს, ანუ სათქმელი უნდა ვთქვათ სამჯერ.. და ეს ნიშნავს, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთეთ..
ყველა პროექტი ძალიან თემატური, ორიგინალური, საინტერესო და გამორჩეულია..
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტის გავლით, სადაც ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა გავიცანი.. განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, რომელიც არაჩვეულებრივი პედაგოგი, ადამიანი და ტრენერია..
დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მომენატრება ეს პერიოდი და ყველა თქვენთაგანი..

Sunday, December 13, 2015

დღე მერვე


ტრენინგის მერვე დღეს, დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი (იგივე - გამოყენებული ლიტერატურა) და დავასრულეთ მოსწავლის ნიმუშის სლაიდშოუ, რომელიც ავტვირთეთ Drive-ში. ასევე დავასრულეთ ყველა "დავალიანება", რაც კი გვქონდა დარჩენილი.
გავიგე რომ ფასილიტაციის დროს უშუალოდ ეხმარები ბავშვს, რომ შეასრულოს კონკრეტული დავალება, ხოლო ხარაჩოს დროს აძევ კონკრეტულად მითითებას რა უნდა გააკეთონ..
Education Viewer-ის მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს.  რესურსებში გავეცანით - ფასილიტაციის ნიმუშებს.
(ხოლო მხარდაჭერაში - უნდა ვნახოთ ხარაჩოები, რაც მეშვიდე დღეს გვქონდა).
გავეცანით გუგლის ფორმებს და შევქმენით კითხვარი ჩვენი პროექტის შესაბამისად და ავტვირთეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.
ჩვენი პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე. 

Saturday, December 12, 2015

დღე მეშვიდე

მეშვიდე დაღე დავიწყეთ დრაივზე საქაღალდეების შექმნით, შევქმენით საქაღალდე პროექტების პორტფოლიო, რომელშიც მოვათავსე ჩემი პროექტის საქაღალდე - ეს მავნებელია, ამ უკანასკნელში კი მოვათავსეთ ექვსი საქაღალდეშემდეგი სახელწოდებებით: კურსის რესურსები; მოსწავლის ნიმუში; სასწავლო პროექტის გეგმა; სასწავლო პროექტის დამხმარე; სურათები, აუდიო, ვიდეო; შეფასებები.
მეილიდან საქაღალდე შეფასებებში გადავიტანეთ ფაილი - რუბრიკა, და გადავიყვანეთ რედაქტირების რეჟიმში, რომ დრაივში შეგვეძლოს მუშაობა მასზე. 
მოვაწესრიგეთ რუბრიკები და გადავიტანეთ დრაივში შესაბამის საქაღალდეებში.
გავარჩიეთ - ინდივიდუალური განსხვავებების სწავლის დროს. (სლაიდშოუ).
მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის (ფსიქოლოგიური ტიპის დასადგენად, თუ როგორ მოსწონს მოსწავლეს სწავლა - ვიზუალურად და ა.შ.) გავამზადეთ თვითშეფასების  ფორმა - კითხვარის რეფლექსიები.
საჭირო მასალა ავტვირთეთ დრაივში შესაბამს საქაღალდეებში.
ბოლოს ვიუვერის (რესურსებში ვეძებთ სიტყვა "მხარდაჭერა" მეშვეობით) - რესურსებში და მხარდაჭერაში გავეცანით ფორმებს-ხარაჩოებს და მოსწავლეთათვის გავამზადეთ შაბლონი (ფორმა)ხარაჩო - სკაფოლდინგი (რომელშიც საჭიროა ავსახოთ თუ - როგორ მივცეთ მიმართულებები მოსწავლეს კვლევისთვის) - პრეზენტაციის გასაკეთებლად.

Thursday, December 10, 2015

დღე მეექვსე


 დღეს განვიხილეთ  სასწავლო პროცედურები რის მიხედვით უნდა გავაკთოთ ეს პროცედურები და გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.
ჩამოვწერეთ პროცედურის მსვლელობის თანმიმდევრობა, გავეცანით პროცედურის დაწერის პრინციპებს (- რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები - მიზნებს, მიმართლების მიმცემ კითხვებს, 21 საუკუნის უნარჩვევებს, შეფასებებს) რომელიც უნდა განვახორციელოთ პროექტის მსვლელობისას.
შევქმენით შეფასების რუბრიკა.