მეხუთე დღე დავიწყეთ მესამე მოდულით - განვიხილეთ უკუკავშირის მიმცემი რჩევები და მეთოდები. ყურადღება გავამახვილეთ კონსტუქციული უკუკავშირის მიმცემ ზოგად წესებზე. ( უკუკავშირის
დროს, საუბრის პოზიტიურად დაწყების მაგალითებია: ნამდვილად ბევრი ვისწავლე თქვენი თემიდან
... . . ან ძალიან მომეწონა, თქვენ როგორც ახდენთ ... . . . და როცა
უკუკავშირი არის შეფასებითი, მისი მიმღები თავის დაცვას იწყებს. დავინახე, რომ . . . . არის
აღწერითი უკუკავშირი, მე ვფიქრობ . . . . არის შეფასებითი.)
უკუკავშირის დამყარება საჭიროა ვასწავლოთ მოსწავლეებასც, რადგან ყველა ბავშვის მოსაზრება მნიშვნელოვანია და მისთვის საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ ერთმანეთისთვის კომენტარის გაკეთება და აზრის გამოხატვა.
უკუკავშირის მგალითზე - ერთმანეთის ბლოგებზე გავაკეთეთ რეფლექსიის კომენტარები, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან თანამშრომლობა როგორც ჩვევნთვის ასევე მოსწავლეებისათვის.
გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ სლაიდშოუს, რადგან აუცილებებია მომხმარებლის უფლებების დაცვის ცოდნა, საჭიროა ვასწავლოთ მოსწავლეებს თუ როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებები, ისე, რომ არ დავარღვიოთ მომხმარებლის უფლებები. (ვისწავლეთ საავტორო უფლებების ლოგოს გაკეთბა) :)
ბოლოს გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში, იმის მაგალითზე, თუ როგორ გააკეთებდა მოსწავლე ამ მასალის ორგანიზებას.
დღეს ყველაზე ვრცელი რეფლექსია გამომივიდა.. :)
წარმატებები ყველას.. :)